,,გვაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ” – პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ადასტურებს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ და იმაში, რომ სააკაშვილი პროცესებს მართავს, პრობლემას ვერ ხედავს.

„გვაქვს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან. ეს შეხვედრები ამერიკასა და ევროპაში იყო დაგეგმილი, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების მიერაც. ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ელექტრონული არჩევნები იმ ფორმით, რისი პრეზენტაციაც ჩატარდა და რაც ვნახეთ, დამატებითი გაყალბების წყარო არ არის. რამდენად აზღვევს, ეგ მეორე საკითხია“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმეზე“ გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ აქტიურად ერევა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში და სწორედ მან გააგზავნა ამერიკაში გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი. ევროპაში სოფო ჯაფარიძე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებს ესაუბრონ.

მსგავსი თემები