საქართველო, როგორც მიუკერძოებელი შუამავალი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს მშვიდობა – ღარიბაშვილი

გუშინ სამმხრივი შეხვედრები გავმართეთ, საქართველო, როგორც მიუკერძოებელი შუამავალი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მანმადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობისთვის. „ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ასევე ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრაც, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური, ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მზად ვართ, ამ პროცესში საქართველომ და მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და ვაპირებთ ყველა რეგიონში ჩასვლას – ჯაფარიძე

„მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევას.“ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ინიციატივას არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგთან. ,,დღე არ გაივლის, რომ არ მივიღო უამრავი წერილი, თუ რა მძიმე სოციალური პრობლემების წინაშეა ქართველი ხალხი, თუ როგორ უჭირთ ექიმებთან ვიზიტი და სრულფასოვანი მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად…

მეტი...

დადებითი დინამიკაა, გადაადგილდება დამხმარე საშუალების გამოყენების გარეშე – ზურაბ ჩხაიძე

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მისი თქმით,  სააკაშვილითავს უკეთ გრძნობს და დამოუკიდებლადაც გადაადგილდება. ,,გაუმჯობესებულია ასევე, ლაბორატორიული კვლევის შედეგები. დადებითი დინამიკა არის ნევროლოგიური სტატუსის მხრივაც. ცდილობს მაინც, უფრო აქტიურად იყოს, მოძრაობს ერთ სივრცეში, გადაადგილდება დამხმარე საშუალების გამოყენების გარეშე. წონაში, რა თქმა უნდა, არის მატება და 70-ზე მეტიც. ნაწილში ჩვენ მათ დასკვნას სრულად ვეთანხმებით, რაღაც ნაწილში. კომპონენტებში შეიძლება ვერ დავეთანხმოთ. ნევროლოგიურიც, მენტალურიც, კოგნიტური მახასიათებლები აბსოლუტურად შენარჩუნებულია, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ ”პირველებთან”.

მეტი...

ისრაელი გააგრძელებს ღაზის სექტორში სახმელეთო იერიშებს – ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით,  ისრაელის ძალები გააგრძელებენ ღაზის სექტორში სახმელეთო იერიშებს უახლოეს დღეებში, რათა მოემზადონ ომის შემდეგი ეტაპებისთვის “ჰამასის” წინააღმდეგ. მისი თქმით, ისრაელის სახმელეთო ოპერაციების მიზანია “ჰამასის” ბოევიკების მოკვლა, ყოვლისმომცველი შეჭრისთვის საფუძვლის ჩაყრა და ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და სადაზვერვო პუნქტების განეიტრალება. ჰაგარის განცხადებით,  იერიშები ფოკუსირებულია “ჰამასის” მაღალი რანგის მეთაურების ლიკვიდაციაზე, ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.

მეტი...

უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა“ – ვიქტორ ორბანი

უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა“ და ბლოკმა უნდა შექმნას ახალი გეგმა, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „დღეს ყველამ იცის, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ამის ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს. უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, საჭიროა ახალი გეგმის შემუშავება“, – განაცხადა ორბანმა. მისი თქით, ვერ ხედავს მიზეზს, რომ უნგრეთმა თავისი გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის მხარდასაჭერად გაგზავნოს. „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს წინადადება არ იყო სათანადოდ შემუშავებული და არ ჰქონდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველი, ამიტომ ჩვენ უარვყავით ეს წინადადება“, –…

მეტი...

გერმანია დეპორტაციის კანონს ამკაცრებს

გერმანია დეპორტაციის კანონს ამკაცრებს. ქვეყანაში არალეგალურად მყოფ პირებს წინასწარ აღარ შეატყობინებენ დეპორტაციის შესახებ. ამასთან, გერმანელ სამართალ დამცველებს უფლებამოსილებებიც ეზრდებათ. მათ შეეძლება გაჩხრიკოს ბინები და  მოახდინოს მობილური ტელეფონების კონფისკაცია. იზრდება სადეპორტაციო პატიმრობის ვადებიც. დაკავებულ მიგრანტებს საკანში ყოფნაა 10-ის ნაცვლად 28 დღით მოუწევთ.

მეტი...

მექსიკაში, აკაპულკოზე ქარიშხალ „ოტისს“, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, კურორტ აკაპულკოზე ქარიშხალ „ოტისს“, სულ მცირე, 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოთხი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ქარიშხლის შედეგად საცხოვრებელი სახლები და შენობები დაინგრა. ასევე დაიტბორა ქუჩები, ჩაძირა მანქანები, დაზიანდა გზები. მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 000 ჯარისკაცია განლაგებული აკაპულკოში და სანაპიროზე მდებარე ქალაქებში, რათა უზრუნველყონ მოსახლეობისთვის საკვებისა და წყლის მიწოდება.

მეტი...

აშშ-ის მიერ სირიაში დარტყმები ირანის იარაღის მაღაზიის საწყობებზე განხორციელდა

 „ბიბისი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის მიერ სირიაში დარტყმები ირანის იარაღის მაღაზიის საწყობებზე განხორციელდა. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახ ობიექტებზე, რომლებსაც ირანული ძალები იყენებდნენ. თავდასხმა ადგილობრივი დროით 04:30 საათზე, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებითა და სხვა საბრძოლო მასალის გამოყენებით მოხდა.  

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების ფინანსური მონიტორინგის გაძლიერების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების ფინანსური მონიტორინგის გაძლიერების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. უმაღლესმა რადამ კანონი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების ფინანსური მონიტორინგის გაძლიერების შესახებ მეორე მოსმენით 17 ოქტომბერს მიიღო. კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირებად განიხილებიან როგორც ეროვნული, ისე უცხოელი საჯარო მოხელეები, ასევე პირები, რომლებიც ასრულებენ საჯარო ფუნქციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი ახლო ნათესავები. კანონი ითვალისწინებს პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირთა რეესტრის შექმნას და მათთვის უწყვეტ ფინანსურ მონიტორინგს. აღნიშნულიკანონის მიღება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების პირობაა.

მეტი...

დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. სასამართლო 7 ნომებრის საქმეს განიხილავს. მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დისტანციურად ჩართვა სურს. ,,ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას: ნუ შეეცდება მორიგ ჯერზე ჩემი ხმის დაბლოკვას!თუ ლეპტოპით არ გამოგდით, მობილური ტელეფონით უპრობლემოდ შეიძლება ამის განხორციელება, რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებას და ჩემთან დაკავშირებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” – გამარჯვების პლატფორმის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას, იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით”, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.  

მეტი...

აშშ-მა აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მა აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში 17 ოქტომბერს დაწყებულ წარუმატებელი თავდასხმების სერიაზე. „დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა განახორციელეს თავდაცვითი დარტყმები ორ ობიექტზე აღმოსავლეთ სირიაში, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ. ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ მიმდინარე და ძირითადად წარუმატებელი თავდასხმების სერიაზე, რომელიც დაიწყო 17 ოქტომბერს. ამ თავდასხმების შედეგად 21 ამერიკელი დაშავდა. პრეზიდენტს არ აქვს…

მეტი...

კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში, რათა გააძლიეროს ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვა – პენტაგონი

პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ს კიდევ 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში, რათა გააძლიეროს ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვა ირანთან დაკავშირებული ჯგუფების თავდასხმების ზრდის ფონზე. „გასულ კვირას აშშ-ისა და კოალიციის ჯარებს, სულ მცირე, 12-ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და ოთხჯერ სირიაში“, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა. მისი თქმით, სულ 21 ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მსუბუქი დაზიანებები. „მე არ ვაპირებ, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა აშშ-ის პერსონალზე თავდასხმაზე, გარდა იმისა, რომ ვიტყვი, ვიცით, რომ ეს ჯგუფები დაკავშირებულნი არიან ირანთან“, – განაცხადა რაიდერმა.    

მეტი...

ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან, მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ წლის ბოლოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. „უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაცია, სადაც იყო უფრო მარტივი და უფრო რთული გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისთვის, თუმცა მათ შეასრულეს. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენს ერთიანობას ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ დაიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე  თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება განსაზღვრავს ევროკავშირის მთელ მომავალ გზას. „ან გაიმარჯვებს მთელი ჩვენი ევროპა, უკრაინასთან ერთად, მოლდოვასთან ერთად და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“,…

მეტი...