თბილისის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში 19 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში ჯარისკაცი დაიღუპა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, უცნობია. საუბარია სამ ვერსიაზე – მკვლელობა, სუიციდი ან უბედური შემთხვევა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა გარდაცვლილი უკვე საკუთარ სახლში, ხობშია გადასვენებული.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა სულ მალე ასრულებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას, რის შემდეგაც სახლში უნდა დაბრუნებულიყო. გუშინ საღამოს კი ის საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი სამხედროებმა გასროლის ხმაც გაიგეს.

მსგავსი თემები