,,ვიღაცამ ჩამოხსნა ჩემი სარეცხი, 2 შარვალი და ერთი პერანგი”- მოქალაქეს ტანსაცმელი მოჰპარეს

რუსთავის ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე წერს, რომ ჯვრისწერისთვის შეძენილი ტანსაცმელი მოჰპარეს. მოქალაქის თქმით, 2 შარვალი და ერთი პერანგი მოჰპარეს.

„ხალხო, თქვენც გპარავენ სარეცხს? დღეს, დილას ან ღამე, ვიღაცამ ჩამოხსნა ჩემი სარეცხი, 2 შარვალი და ერთი პერანგი ჯვრისწერისთვის ნაყიდი. არ ვიცი, როგორ დავწყევლო, მაგრამ რა სინდისით ჩაიცვამ და ივლი. ღმერთი მაღლიდან იყურება. თუ ამ პოსტს ნახავ, დააბრუნე და გადაკიდე ფანჯარაზე. თორემ სხვანაირ ზომებს მივიღებ…. ეჭვი მაქვს ვისი ჩადენილიცაა,“ – ნათქვამია პოსტში.

წყარო: პრაიმტაიმი.

 

მსგავსი თემები