პაკისტანში საბაგიროს დაზიანების შედეგად, კაბინა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხევში საბაგირო გზაში ჩარჩენილი რვა ადამიანის, მათ შორის ექვსი ბავშვის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს.
საბაგიროს გამოყენებით ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და კაბინა მაღალ სიმაღლეზე გაჩერდა.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რვა მგზავრი პირველი ვერტმფრენის მოსვლამდე სულ მცირე ოთხი საათით იყო კაბინაში.
სამაშველო ოპერაცია სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით მიმდინარეობს.