საბერძნეთში, ტყის ხანძრების ზონაში, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა ათობით ლოკაციაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები მიგრანტები არიან. მათი ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით იპოვეს. აღნიშნული რეგიონი თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებისთვის პოპულარული მარშუტია.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან. რამდენიმე სოფლიდან ხალხის ევაკუაციაც კი განხორციელდა.

ამ დროისთვის ცეცხლი ქალაქ ალექსანდროპოლისს უახლოვდება. ამ საშიშროების გამო ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია მოხდა და ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები