ბათუმში 2 პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მესამეს კი მანქანა დააჯახეს

ბათუმში, ასათიანის ჩიხში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ერთს კი ავტომანქანით დაეჯახნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოსთან მსუბუქი ავტომანქანით მივიდა, მანქანით ერთ ხელოსანს დაეჯახა, ხოლო ორი ხელოსანი დაჭრა. დაჭრილები მამა და შვილი არიან.

თვითმხილველის თქმით, კაცმა, რომელიც ავტოსახელოსნოში მივიდა, რამდენჯერმე გაისროლა და მალევე ავტომანქანით მიიმალა.

მსგავსი თემები