აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ფულტონის ოლქის ციხეში ხუთშაბათს ჩაბარდეს.
„ხუთშაბათს მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა რადიკალმა მემარცხენე ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა დამაკავოს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აღნიშნული თარიღი ტრამპის ადვოკატების ფულტონის ოლქის პროკურატურაში მისვლის შემდეგ ჩაინიშნა.