ბათუმში 26-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

ბათუმში, სასტუმრო „ორბი სითის“ შენობის 26-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით, დილის 8 საათზე მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან.

 

წყარო: ”ფორტუნა”

მსგავსი თემები