ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში ოქტომბერში ევროკომისიისგან დადებით შეფასებას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ათენში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

ზელენსკის განცხადებით, ელოდება უკრაინის პროგრესის დადებით შეფასებას ოქტომბერში გაფართოების პაკეტის ანგარიშში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემდგომ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ 2023 წლის ბოლომდე.

,,შევხვდი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და მადლიერება გამოვხატე მისი ძალისხმევისთვის უკრაინის სურსათის ექსპორტისა და ტრანზიტის ნორმალიზებისთვის. მნიშვნელოვანია მათი სრულად აღდგენა 15 სექტემბრიდან.”- აცხადებს ზელენსკი.

მისივე  თქმით, მხარეებმა კოორდინაცია გაუწიეს პოზიციებს მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მშვიდობის გლობალური სამიტისკენ მიმავალ გზაზე.

მსგავსი თემები