სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველების მიერ ნაპოვნი ცხედარი ბავშვს ეკუთვნის.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

მსგავსი თემები