აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის – ონის მერის მოადგილე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა.

,,გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა. გარდა ამისა, სამძებრო სამუშაოები როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები“, – განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო
სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები