უკრაინამ ევროკავშირისგან მორიგი ტრანში 1,5 მილიარდი მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის მცდელობებში აღადგინოს, ქვეყანა და უზრუნველყოს სახელმწიფოს ფუნქციონირება. დღეს ჩვენ უკრაინას გამოვუყავით 1,5 მილიარდი ევრო. კიდევ მეტი იქნება, მიმდინარე წელს და მომავალში”, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

მისი თქმით, 2022 წლის მაისიდან უკრაინისთვის გამოყოფილმა მაკროფინანსური დახმარების ჯამურმა მოცულობამ 19,2 მილიარდ ევროს მიაღწია.

მსგავსი თემები