პაკისტანში, 274 მეტრის სიმაღლეზე საბაგირო გაჩერდა

პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებულ საბაგიროში ჩარჩენილი ორი ბავშვი ვერტმფრენმა გამოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს კაბინაში რამდენიმე საათი მოუწიათ ყოფნა. ამჟამად მათი მდგომაროება სტაბილურია.

საბაგიროს კაბინაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელია დარჩენილი, სამაშველო ოპერაცია სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით ხდება, თუმცა პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები