თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „ყველაფერი მედიცინაზე“ ავრცელებს.

„თბილისის მერვე ფილიალის 828 ბრიგადას, გამოძახებისას ბინაზე დახვდათ 7 თვის ჩვილი, გულგაჩერებული, წყლით გაგუდვის ეპიზოდით, ასპირირებული … ადგილზე ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად აღდგა გულის მუშაობა და სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდა, პაციენტი კი გადაყვანილიქნა კლინიკა “თიმში” და დღეს უკვე თავს კარგად გრძნობს …

ბრიგადის უფროსი ექიმი: ეკა ბოკუჩავა

უმცროსი ექიმი: ანა წივწივაძე

მძღოლი: ზვიადი ჯავახიშვილი” – ნათქვამია პოსტში.

მსგავსი თემები