,,უკანასკნელ გზაზე აცილებენ შოვში სტიქიის დროს დაღუპულებს”- დღეს ლაგვანთაში სამ ადამიანს დაკრძალავენ

შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

გარდაცვლილთა შორის არიან თემო ჩარკვიანი, დიმა ფირცხალავა და ნიკა ჩალაძე, რომლებსაც დღეს დაკრძალავენ.

,,კადრები სოფელ ლაგვანთიდან: ემშვიდობებიან და უკანასკნელ გზაზე აცილებენ შოვში სტიქიის დროს დაღუპულებს. დღეს ლაგვანთაში სამ ადამიანს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ თემო ჩარკვიანს, დიმა ფირცხალავას და ნიკა ჩალაძეს,”- წერს  ლაშა ბერულავა და ადგილიდან კადრებს ავრცელებს.

მსგავსი თემები