სტუდია და საინფორმაციო სააგენტო „მარსზე“ – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

ჩინეთის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“, რომელსაც საკუთარი სტუდიაც გააჩნია, სადაც სცენარებს, სიუჟეტებს, ვიდეორგოლებს იღებენ. ეს არის მულტიფუნქციური სტუდია, სადაც ეფექტების გამოყენებით, შესაძლებელია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აღმოჩნდეთ.

აქვე საინფორმაციო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა სააგენტოსთან თანამშრომლობს. 150 000-ზე მეტ ქვეყანას თუ რეგიონს ფარავენ. 191 ინსტრუმენტს იყენებენ იმისთვის, რომ მოხდეს ინფორმაციის რედაქტირება და ინფორმაციის მოპოვება. ეს ინსტრუმენტები ნებისმიერ შეცდომას გამორიცხავენ. აი, მაგალითად, საქართველოდან კონკრეტული ქუჩა და კონკრეტული გვარის ადამიანი რომ ახსენო და გვარი ან ქუჩის დასახელება შეგეშალოს, ამ ინსტრუმენტების გამოყენებით კორექტირება ავტომატურად ხდება. ელემენტარულ შეცდომასაც კი წამებში იპოვის. მთლიანად პეკინის ცენტრალურ ოფისში 10 000-მდე ჟურნალისტია დასაქმებული.

ეკა გულუა პეკინიდან

მსგავსი თემები