საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს:

,,საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ:

Aspropyrgo

Elefsina

Plaka #Dikella #Makris & #New_Chile

Βοιωτία / Viotia

Κύθνος / Kithnos

Ίασμος / Iasmos

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166″, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები