,,ლიდერობას მოქალაქეობა არ სჭირდება, ლიდერობა მოქალაქეობაზე ზემოთაა”- პაატა მანჯგალაძე

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და მას არ აქვს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა კონკრეტული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის სახელით სოფო ჯაფარიძის მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყებას.

მისივე თქმით, ეს არის ხალხთან უფრო ახლო კომუნიკაციის შესაძლებლობა.

„ინტერპრეტაცია რომ არ იყოს, სააკაშვილმა ძალიან გარკვევით ისაუბრა, რა მისია აქვს ჯაფარიძეს. ასევე, გარკვევით თქვა სოფო ჯაფარიძემ. პარტიასთან გამიჯვნა არ ხდება. პირიქით, ეს არის ხალხთან უფრო ახლო კომუნიკაციის შესაძლებლობა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და მას არ აქვს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა კონკრეტული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს. პარტიას აქვს სხვა ბევრი მიზანი და ამოცანა. ამიტომ ერთი მეორეს კი არ ემიჯნება და ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს. ძალიან კარგი ინიციატივაა და ეს არავის არაფერს არ დაუშავებს, პირიქით, ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა ყოველთვის მისასალმებელი და კარგია. ლიდერობას მოქალაქეობა არ სჭირდება. ლიდერობა მოქალაქეობაზე ზემოთაა. ლიდერობა პიროვნულ გავლენებს ნიშნავს. ვერანაირი კანონი და ვერანაირი კონსტიტუცია ვერ შეაჩერებს ამ პიროვნულ გავლენებს და პიროვნულ ავტორიტეტს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

მსგავსი თემები