,,თსუ-ის სტუდენტს მარიამ მაისურაძეს დაკრძალავენ სამშაბათს, 22 აგვისტოს, ქ. რუსთავში”- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შოვში სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. გარდაცვლილებს შორის არიან  და-ძმა კოტე და მარიამ მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი. მარიამ მაისურაძის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინფორმაციას ავრცელებს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი დიდი ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს მარიამ მაისურაძეს დაკრძალავენ სამშაბათს, 22 აგვისტოს, ქ. რუსთავში“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მეტი...

,,ვადაგასულ შოკოლადს, აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს”- მხილებულია ორი პირი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში შოკოლადის ნაწარმის რეალიზაციას ახდენდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს, აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ახდენდნენ მის რეალიზაციას თბილისის სავაჭრო ქსელში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი,…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ძაღლების გასეირნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ძაღლების გასეირნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები დიღმის მასივის მეორე და მეოთხე კვარტლებში, ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში არსებულ სკვერებში განათავსა. ამის პარალელურად, სააგენტოს ეკიპაჟები აღნიშნულ მისამართებზე მეპატრონეების მიერ გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვას და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას ინტენსიურ რეჟიმში ამოწმებენ. სააგენტოს თანამშრომლები ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გასეირნების წესების დარღვევებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება. 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით. ხოლო, 23:00…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დაახლოებით 14 -15 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა, ამწე კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაახლოებით 14 -15 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა, ამწე კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და ბუნებრივ არეალში დააბრუნეს. ,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

,,შენი მშვენიერებით ამ ბინძურ და ბოროტებით სავსე სამყაროში ვერ გაჩერდი და ბევრად უკეთეს, სიკეთით და სიმშვიდით სავსე ადგილზე გადაინაცვლე”- მეგობარი სალომე ხეთაგურზე

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.   სალომე ხეთაგური სტიქიის ზონაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთს, გვანცა ბუბაშვილს ამ დრომდე ეძებენ. სალომე ხეთაგურს, ბავშვობის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება. ,,ამ სამყაროსთვის შენი დიდი და ლამაზი თვალები, უსაზღვროდ კეთილი და თბილი გული, ზედმეტად წმინდა იყო და ვერ იპოვე ადგილი… სხვა ახსნას ვერ ვპოულობ ჩემო სალომე. შენი მშვენიერებით ამ ბინძურ და ბოროტებით სავსე სამყაროში ვერ გაჩერდი და…

მეტი...

მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო

მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო. სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მეტრო გაჩერდა და შუქი ჩაქრა.   თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტელეკომპანია ”ფორმულას” განუცხადეს, რომ მეტრო სულ 4 წუთით, ტექნიკური მიზეზით გაჩერდა და ახლა მოძრაობა სრულად აღდგენილია.

მეტი...

,,მახსოვს, როგორ ღირსეულად ატარებდა თავის კეთილშობილებას…ვუსამძიმრებ მარტოკაცად დარჩენილ მამამისს და მთელ ქვეყანას” – სკოლის დირექტროი კოტე მაისურაძეზე

3 აგვისტოს შოვში განვიტარებულ სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. გარდაცვლილებს შორის არიან  და-ძმა კოტე და მარიამ მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი. მომხდართან დაკავშირებით, რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძესოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და კოტე მაისურაძის ფოტოს აქვეყნებს. ,,შოვის ტრაგედიის მოუშუშებელი ტკივილი – ჩვენი კოტე მაისურაძე და მისი ულამაზესი დაიკო მარიამი – ღვთის ანგელოზები. ვეძებ საჭირო სიტყვებს ემოციის გამოსათქმელად, მაგრამ ვერაფრით ვპოულობ. მახსოვს, როგორ ღირსეულად ატარებდა თავის კეთილშობილებას, თუმცა რაღაცნაირი ფარული სევდა ედგა თვალებში, დიდმა ადამიანებმა რომ იციან, ისეთი. 2017 წელს, გამოსაშვები გამოცდების უმაღლესი…

მეტი...

,,ვაგნერი” ხდის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე და აფრიკას კიდევ უფრო თავისუფალს”- პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბოხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ აფრიკაშია გაკეთებული, პრიგოჟინი უდაბნოში დგას შენიღბული და იარაღით შეიარაღებული, იქვე ჩანს შეიარაღებული ხალხი და მანქანები. „ტემპერსტურა +50, ყველაფერი ისეა, როგორც მოგვწონს. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ატარებს სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციებს, ხდის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე და აფრიკას კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა პრიგოჟინმა.  

მეტი...

ბიძინა კულუმბეგოვი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზზე ინფორმაციას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს ავრცელებს: „21-დან 27 აგვისტომდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი: მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის ამბროზიას (Ambrosia) ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება. ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი მაჩვენებლით დაფიქსირდება. ავშანის (Artemisia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.  

მეტი...

„22 აგვისტოს საქართველოში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ”- მოქალაქის ემოციური პოსტი

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „22 აგვისტოს საქართველოში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ: სოფელ ლაგვანთაში თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკა ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარებენ მიწას. თბილისში (ვარკეთილის მეურნეობა, გუდამაყრის 22) სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლს, სალომე ხეთაგურს გააცილებენ უკანასკნელ გზაზე. რუსთავში კი (ლესელიძის მეორე გასასვლელი, სახლი #18) დაკრძალავენ მარიტა გუტაშვილის ოჯახის სამ წევრს: შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისას; კოტე მაისურაძეს; მარიამ მაისურაძეს… გაუძელი, საქართველო!…

მეტი...