ავარია ადიგენში – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ადიგენში, ფარეხის გზაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მსგავსი თემები