ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  სერბ კოლეგას ალექსანდრ ვუჩიჩს ათენში დასავლეთ ბალკანეთის არაფორმალურ სამიტზე შეხვდა.

ზელენსკი თქმით, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურთან „ღია, პატიოსანი და ნაყოფიერი“ შეხვედრა გამართა.

„გვქონდა კარგი საუბარი გაერო-ს წესდების პატივისცემისა და საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ, ჩვენი ხალხების საერთო მომავალზე საერთო ევროპულ სახლში. ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ეს ჩვენი ორმხრივი ინტერესია“,  – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნით ზელენსკის შეხვდება.

მსგავსი თემები