ვლადიკავკაზში ჩაშლილი კონცერტის შემდეგ, მეგი გოგიტიძე კონცერტს ბათუმში აანონსებს

ვლადიკავკაზში ჩაშლილი კონცერტის შემდეგ, მეგი გოგიტიძე კონცერტს ბათუმში აანონსებს. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში აცხადებს,  კონცერტი 19 აგვისტოს, საზაფხულო თეატრში გაიმართება.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძესა და დავით კენჭიაშვილს კონცერტები გაუუქმეს.

კონცერტები ვლადიკავკაზში, რესტორან თორნეში, 16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო.

პროტესტის შემდეგ მეგი გოგიტიძეს ვლადიკავკაზში კონცერტი გაუუქმეს

მსგავსი თემები