პარლამენტთან აქცია გრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დღესაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აქ 19:00 საათიდან იკრიბებიან.  ორგანიზატორები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს, შეიძლება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.

მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დღესაც იგეგმება.

 

 

 

მსგავსი თემები