4 აგვისტოდან რომელაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება

ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან აღდგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადგენილ მარშრუტებს დაუბრუნდება.

კერძოდ, ავტობუსები: N317, N375 და N386 მოსახლეობას შეზღუდვამდე არსებული სქემით მოემსახურებიან.

მსგავსი თემები