ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან  უსაფრთხო ზონაში 70 ადამიანი გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა, ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, ცხედარი ტალახის მასიდან უკვე ამოიყვანეს.

მსგავსი თემები