,,კმარა შავი ზღვის შანტაჟის საშუალებად გამოყენება” – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს წევრებმა რუსეთს უნდა უთხრან, რომ კმარა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს: კმარა! კმარა შავი ზღვის შანტაჟის საშუალებად გამოყენება. კმარა მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ადამიანების ბერკეტად გამოყენება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურაზე აჩვენა, რომ რუსეთის განზრახვაა, შექმნას გლობალური კატასტროფა, სურსათის ბაზრებზე, ფასებსა და მიწოდებაში კრიზისით.

მსგავსი თემები