,,ჯერჯერობით ცოცხლები ვართ”- რა ვითარებაა შოვში?

შოვში მყოფი მოქალაქე ფეისბუქ ლაივში აცხადებს, რომ სასტუმროში მყოფი ადამიანები კარგად არიან. მისი თქმით, ყველაფერი ჩახერგილია.

,,ყველანი კარგად არიან სასტუმროში ვინც იყო. თანამშრომლები აკეთებენ სასწაულებს. წყალი მოაქვთ, ნივთები ჩამოაქვთ, ეს არის გმირობა. ჯერჯერობით ცოცხლები ვართ” – აცხადებს შოვში მყოფი მოქალაქე ფეისბუქ ლაივში.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის ბავშვები.

მსგავსი თემები