იტალიაში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს

იტალიაში, ტრიესტში პოლიციამ ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავა. დაჯგუფება, რომელიც 8 ადამინისგან შედგება, 3 თვის განმავლობაში ბანდამ 22 ძარცვა და ქურდობა მოაწყო.

მედიის ინფორმაციით, მათ მოიპარეს ძვირფასეულობა, საათები, ოქროს ზოდები და ნაღდი ფული ნახევარ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების.

როგორც მედია წერს, ტრიესტის საგამოძიებო განყოფილების კარაბინერებმა ჯულიანის პოლიციის შტაბის მობილურ რაზმთან ერთად გაანეიტრალეს ქართველთა ბანდა, რომლებიც 2022 წლის ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ქალაქის ცენტრში უამრავ სახლს დაესხნენ თავს. ბანდა განსაკუთრებით მდიდრების სახლებს ძარცვავდა.

დამნაშავეები იტალიური პოლიციის და კარაბინერების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს.

მსგავსი თემები