„ პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეთ. გათავისუფლების შემთხვევაში უმუშევარი არ დარჩებით“ -აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს

აქციის მონაწილეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ოფისთან  მივიდნენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე სამართალდამცავების კორდონი დახვდა.

შეკრების  ორგანიზატორებმა პოლიციელებს მიმართეს:

“ვიცით, ძალიან ბევრს აქ დგომა არ გსურთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი გულანთებული პატრიოტია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ისინი სახელმწიფოს მიჯაჭვული აღარ იყვნენ. არ არის აუცილებელი, რომ ოჯახებში ლუკმა-პურის შესატანად თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ. გვაქვს კავშირი სხვადასხვა კომპანიასთან და გათავისუფლების შემთხვევაში, თქვენ შესაბამის ანაზღაურებას გადაგიხდიან, ზოგიერთი თქვენგანი კომპანიებშიც დასაქმდება. გთხოვთ, ამაზე იფიქროთ”, – უთხრეს აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს.

მსგავსი თემები