ყველა რუსმა  ოფიციალურმა პირმა რუსული ავტომობილით უნდა მართოს – პუტინი

ყველა რუსმა  ოფიციალურმა პირმა რუსული ავტომობილით უნდა იაროს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარმოების საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სამინისტროებმა, დეპარტამენტებმა და საქმეთა ადმინისტრაციამ მოითხოვეს შესყიდვების გაგრძელება, ფოკუსირება, ფაქტობრივად, უცხოური წარმოების მანქანებზე, ამ პრაქტიკის გაგრძელება. მე ვთქვი, რომ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გამორიცხული და ყველაფერი. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა რუსული მანქანები უნდა მართონ,”- განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, იმპორტიც საჭიროა, მაგრამ მთავარია აქცენტი შიდა მწარმოებლებზე.

,,ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის განვითარება”, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები