სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ზონაში ჩაფრინდა

 

რაჭაში ერთი სამაშველო ვერტმფრენი უკვე ჩაფრინდა. სტიქიის ზონაში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სამაშველო ოპერაცია იწყება, რაც შეეხება მეორე ვერტმფრენს, ის სტიქიის ზონაში მალე იქნება.

ადგილზე ვითარება უმძიმესია.  მაშველები სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. კურორტ შოვში ჩარჩენილებს შორის 5 არასრულწლოვანია. სტიქიის განმეორების საფრთხე მაღალია. ჩარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

დანგრეულია ხიდი, რომელიც მეწყერმა წაიღო, მოწყვეტილია უზარმაზარი მთის მასა წიწვოვან ხეებთან ერთად, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა. დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. საუბარია დამსვენებლებზე, რომლებიც კურორტზე ისვენებდნენ.

მსგავსი თემები