შვედეთის საელჩოსთან მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა დაიწყო.

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს ინტერვიუს ჩაწერის დროს დაესხნენ.

მსგავსი თემები