სტიქიის ზონაში ერთ-ერთი ადამიანი დედას ეძებს

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ დედას ერთ-ერთი მოქალაქე ეძებს. როგორც ქალბატონი ცხადებს, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ დედას მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ.

„დედა სახლში, სამზარეულოში იყო. არ ჩანს არსად, მაშველები არიან მისული, მაგრამ არ ჩანს. სახლის სახურავი ჩანს მარტო იმ ადგილზე, სხვა არაფერი“, – აცხადებს მოქალაქე.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გაიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები. ადგილზე ვითარება უმძიმესია.

მსგავსი თემები