,,რუსეთის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში”- პოდოლიაკი

,,რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში,”- ამის შესახებ კრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.

მისი თქმით, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ევროპაში უკანონო, არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომის ერთადერთი ავტორია.

,,ნება მომეცით, შეგახსენოთ უდაო ჭეშმარიტება – არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს რუსეთი, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპაში უკანონო, არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომის ერთადერთი ავტორია. რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა განსაზღვროს მსოფლიოს დამოკიდებულება ომის მიმართ, სამართლიანი შედეგები პუტინის რეჟიმისთვის და ომის დასრულების სცენარი. დანარჩენი უმნიშვნელოა,”- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები