“ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია, გირაოსთან დაკავშირებით მისი თანხმობა არაფერ შუაშია” – ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია და გირაოს გადასახდელად მისი თანხმობა საჭირო არაა.

“დღეს იყო მორიგი შეხვედრა დღესასწაულების შემდგომ. შევხვდით და გავიარეთ სხვადასხვა საკითხები.

რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ არავითარ შემთხვევაში არ არის დღისწესრიგში. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა და სასამართლო. ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მოითხოვონ გირაო და ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე. ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომის დარბაზიდან. ისევე როგორც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს კანონზე, ზუსტად ანალოგიურია გირაოსთან დაკავშირებით მისი თანხმობა არაფერ შუაში არ არის. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია,” – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. 

მსგავსი თემები