,,ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა…პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ”- ვითარება რაჭაში

სასტუმრო სანსეტ შოვიდან ერთ-ერთი მოქალაქე ვიდეოს აქვეყნებს. მისი თქმით, ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლას ელოდებიან.

როოორც მოქალაქე აცხადებს, ყველაფერი ჩახერგილია.

,,პერსონალმა მაქსიმალურად გამოიყვანა ხალხი სასტუმროდან. ველოდებით სამაშველოს, რომელსაც ეგრევე დავურეკეთ და გვითხრეს გამოვიდნენო. ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა, ერთადერთი შანსი გადარჩენის არის სამაშველო. ძალიან ბევრი ბავშვები არიან. მდინარის ხმა ისმის, რომელიც შეიძლება ადიდდესო პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ”,- აცხადებს მოქალაქე ფეისბუქ ლაივში.

,,ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა”- შსს შოვში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები