,,გადავარჩინეთ პატარა ბავშვი”- მეწყერი შოვში

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოიყოლა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ  გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

,,გადავარჩინეთ პატარა ბავშვი. ვაიმე შვილო. წყალი დაალევინეთ. ყოჩაღ რა მაგარი ბიჭი ხარ, ღმერთმა გადაგარჩინოს,”- აცხადებს ადგილობრივი ვიდეოში.

მსგავსი თემები