,,ივანიშვილმა გაყიდა ვერტმფრენები და ახლა ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს” – ხაბეიშვილი

,,ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს”. ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განაცხადა.

“ივანიშვილმა, გაყიდა ტყეები და არ ვიცით რა ხდება დახურულ ზონებში, ვიცით ის, რომ გაჩეხა იქაურობა, გაზიდა და გაძარცვა. გამომწვევი მიზეზებიც რეალისტურია ეს იყოს.

წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს, თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული რაჭაში. რუს ოლიგარქს, პუტინისტ ხიდაშელს, რაჭის ტყეების 30% გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა.

ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური და ზარალდება ხალხი.

ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი და ოჯახის წევრები”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები