შსს-ს პრესსამსახურის განახლებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონიდან უკვე 40- მდე მოქალაქეა გამოყვანილი, მათ შორის ბავშვები.
სამაშველო ოპერაცია და ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ შოვში, სასტუმრო “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. შსს-მ ადგილზე 2 ვერტმფრენი გაგზავნა.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დამეწყრილ ზონაში 16 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სასტუმრო ,,სანსეტ შოვში” 40-მდე დამსვენებლი იყო.
“სანსეტში იმ მომენტში ვიყავით 38 ადამიანი. გვერდით სახლები იყო და ყველაფერი წაიღო მიწამ, მაგრამ იძახიან, რომ გადარჩნენო, ვიცი, რომ კიდევ ეძებენ ადამიანს”, – განაცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.