„ყველა “ნაცი” ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას წავიდა, უნდა დაუბრუნდეს წიაღს“ – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით ხედავს.

„თუ აწყობ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, ისეთი უნდა მოაწყო, რომ არც ერთი მწვანილი გარეთ არ დარჩეს. შესაბამისად, მე ვხედავ მარგველაშვილს ამ კოალიციაში, კიდევ სხვებსაც ვხედავ“ – აცხადებს ხვიჩია.

მისი შეფასებით, “ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატივად მხოლოდ “გირჩი” უნდა იყოს.

„უნდა მოხდეს “ნაცმოძრაობის” კონსოლიდაცია და ყველა “ნაცი” ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას წავიდა, უნდა დაუბრუნდეს წიაღს, რომ ადამიანებისთვის გასაგები იყოს, წინასაარჩევნოდ არსებობენ “ნაცები”, “ქოცები” და არსებობს ერთადერთი ალტერნატივა ამ ორისგან – “გირჩი”. ჩვენ ამას ვესწრაფვით და მთელი მონდომებით წარმატებებს ვუსურვებ ამ გაერთიანების რთულ საქმეში,”- განაცხადა ხვიჩიამ მედიასთან.

 

მსგავსი თემები