“კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის ხელში იქცა ზეწოლის იარაღად” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კანდიდატის სტატუსს ოპოზიციას ხელისუფლებაზე ზეწოლის იარაღად იყენებს, რომ მოხდეს შანტაჟი და არეულობა.

„წარმატებული კონფერენცია იყო, მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო პლატფორმას. ყველა საკითხზე, რომელიც შეეხებოდა – სასამართლო რეფორმას, საარჩევნო საკითხებს, დეოლიგარქიზაციას იყო საგნობრივი განხილვა და დისკუსია“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ შეფასებისას.

მისივე თქმით, კონფერენციაზე საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული მსჯელობა გაიმართა.

„რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, ნახევარი დღის შემდეგ მათ დაგვტოვეს და ამ ღონისძიებაში აქტიურები არ იყვნენ, ესეც აჩვენებს საკითხების მიმართ როგორია მათი ინტერესი.  ჩვენ ამას დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის ხელში იქცა იარაღად, იარაღად ხელისუფლებაზე ზეწოლის, იარაღად რომ მოხდეს შანტაჟი ქვეყნის და არეულობა. როდესაც ხედავენ, რომ პროფესიული და მშვიდი დისკუსია მიმდინარეობს, ამ დისკუსიაში არ მონაწილეობენ, რის მომსწრეც ვიყავით. თავიდან იყო ოპოზიციის ჩართულობა და მე მადლობა გადავუხადე ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, თუმცა დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, მონაწილეობა არ მიიღო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები