ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი რეკორდულად არის გაზრდილი

ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი რეკორდულად არის გაზრდილი.

ოფიციალური მონაცემებით, 4 ათასამდე ქართველი უკვე ლტოლვილთა თავშესაფრებშია გადანაწილებული. თუმცა, დუბლინში ამბობენ, რომ მიმართვიანობა ჯერ კიდევ არ წყდება. ლტოლვილად ჩაბარებული ქართველების რიცხვი აჭარბებს საომარი მოქმედებების ზონიდან გაქცეული ხალხის რიცხვსაც. ალჟირი, ნიგერია, სომალი და სირია – ლტოლვილთა რიცხვით, ირლანდიაში ყველა ქვეყანას გადავუსწარით. ქართველები ქვეყნიდან ძირითადად გაჭირვებას, უიმედობას და უმუშევრობას გაურბიან.

მსგავსი თემები