ავარია ასპინძა–ახალქალაქის გზაზე

ავარია ასპინძა–ახალქალაქის გზაზე. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ „ოპელის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 25 ივლისს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ავარიაში მოყოლილმა ხუთმა პირმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

მომხდარზე შსს–მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი დაიწყო.

მსგავსი თემები