სროლა მარნეულის ცენტრში

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, რამდენიმეწუთიანი სროლის შემდეგ დაზიანდა ავტომობილები.

“დაახლოებით ღამის 2-3 საათი იქნებოდა სროლის ხმა, რომ გავიგეთ. აივანზე გამოვედით და ვნახეთ, რომ ძირს მასრები ეყარა. დილით გამოვედი და ვნახე, რომ სროლისას ჩემი მანქანა დაზიანებულა. 5 ტყვია აქვს მოხვედრილი, ჩემი მანქანის გარდა, სხვა მანქანებიც დაზიანდა. პოლიცია დილით მოვიდა, სამართალდამცავები ღამით არ შეგვინიშნავს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი თემები