,,იმ ფონზე, როდესაც რუსეთი განაგრძობს თავის უმოწყალო ომს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას” – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო. ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო რუსეთის დარტყმები უკრაინაში მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

„მტკიცედ ვგმობ რუსეთის დარტყმებს უკრაინული მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი განაგრძობს თავის უმოწყალო ომს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ჩვენ გამოვყავით მორიგი 1,5 მილიარდი ევრო, რომ დავეხმაროთ სახელმწიფოს ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურის აღდგენას. კიდევ მეტი იქნება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები