უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებას ითხოვს

რუსეთის თავდაცვის უწყება საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებას სთხოვს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, უკრაინას ქვეყნის სამხრეთის ოლქების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებაში დაეხმარონ.

როგორც პრემიერი აცხადებს,  რუსეთი კვირაზე მეტია უკრაინის სამხრეთის ოლქების ტერორს განაგრძობს. მისი მიზანი კი ხალხის დაშინება და მათთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა.

„რუსეთი შავი ზღვის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მტერს აუცილებლად მოუწევს გადახდა, ხოლო ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ოდესასა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებსა და სოფლებს “, – აცხადებს შმიგალი.

 

მსგავსი თემები