,,ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლის მოხდენა” – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოში რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ შეგვეზღუდა და შეგვეწყვიტა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლის მოხდენა. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რა დანაშაულებს და უბედურებას სჩადიან და ამას ვერ დავუშვებთ. ამიტომაც, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. მხარს ვუჭერთ მას როგორც შეგვიძლია. რუსეთზე ზეწოლა და იზოლირება არის ერთადერთი გზა, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ამას მოველით ყველა ჩვენი პარტნიორისგან. განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებისგან, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. მისი თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს უკვე ეძებენ.

გავრცელებულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების თქმით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და სამინისტროში სასწავლებლის გახსნაზე არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს.

მსგავსი თემები