ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი 11 500 დოლარად გაიყიდა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მმართველი გუნდი გაყიდვაში და ფულის აღებაში ამხელს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მარგველაშვილმა გაყიდვა თავად დაუშვა.

„მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 11 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა. აქედან კარგად ჩანს მისი სახე. არ შეიძლება ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში იყვნენ. ის ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება“,- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ “ღალატის პარტიაა“.

„სრული კატასტროფაა, პირდაპირ გამომჟღავნდა ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ფულს იხდიან საქართველოს დასანქცირებაში, ეს არის უბრალოდ კატასტროფა“ – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები