„გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის სრულად დაცული“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას შექმნილი ვითარებიდან გამოსვლაში. ასევე, სურთ დარწმუნება, რომ მესამე პრეზიდენტის  უფლებების სრულად დაცულია.

„ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, თუ როგორ ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მიუდგეს მის პატიმრობას. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ, როგორც ევროკავშირს, ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მისი უფლებები არის სრულად დაცული. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში, რომელიც, სამწუხაროდ, პოლარიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ მედიასთან.

 

მსგავსი თემები